ენტონი ბლინკენი ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნიკოლას მადურომ ვენესუელაში არალეგიტიმური საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩაატარა. ბლინკენი 25 მილიონი აშშ დოლარის ჯილდოს აწესებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადუროსა და მისი შინაგან საქმეთა მინისტრის გასამართლებამდე მიიყვანს. ბლინკენის თქმით, მსოფლიომ სიმართლე იცის, რომ მადურომ არჩევნები წააგო. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მსგავსი ზომები დღეს კანადამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო, რაც ვენესუელელ ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშანია და მადუროსა და მის წარმომადგენლებზე წნეხის შესანარჩუნებლად საერთაშორისო ძალისხმევას კიდევ უფრო ზრდის.