თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. ორი დღეა სხდომების მიმდინარეობის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მსახიობები, რეჟისორები, აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. ისინი დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ რეჟიმმა, რომელიც რუსული მეთოდებით მოქმედებს, აქციების დროს მოქალაქეები უსაფუძვლოდ დააკავა. ცარო კირვალიძეს ვუთმობთ ეთერს. ცარო რა ხდება ადგილზე.