აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტირებული „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ და ამერიკული მხარის აქტიური მუშაობა საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის სტივ კოენი მიერ მომზადებული კანონპროექტი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას ითვალისწინებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ მმართველ გუნდს მძიმე დარტყმას მიაყენებს. უმრავლესობა კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევაზე საუბრობს. სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებს უფრო ვრცლად.