ქართული ოცნების ინიციატივა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003 -2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. მათივე ინფორმაციით, კომისია დაკომპლექტება ისე რომ კვოტების ნახევარი იყოს ოპოზიციის, მათ შორის ხალხის ძალის. უმრავლესობის ლიდერების დარწმუნებულები არიან, რომ პასუხისგება ბევრს ადამიანს მოუწევს. ოპოზიცია კი ქართული ოცნების ინიციატივას ფარსა და ტყუილს უწოდებს. მათივე განცხადებით, ქართულმა ოცნებამ უპირველესად საკუთარი თავი უნდა გამოიძიოს. ქართული ოცნება საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს. - საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.