კალიფორნიაში უკვე მეხუთე დღეა გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს - დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები. ბოლო მონაცემებით, მეხანძრეები ცეცხლის გავრცელებას ხუთ რაიონში ებრძოდნენ. ხანძარმა 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა უკვე გაანადგურა. წინასწარი ფინანსური შეფასებით, ტყის ხანძრის ეკონომიკური ზარალი 150 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა დაავალა. 2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.