პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დილიდან შეკრებილები არიან საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ოჯახის წევრები, ახლობლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილებს სასამართლოს მიერ მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს. „ვიბრძვით სიმართლისთვის, რეჟიმის ტყვეების გასათავისუფლებლად “; “„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” - ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილების საერთო გზავნილი.