ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხმაური იყო. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი „ასფალტზე ფურცლის გაკვრის გამო“ დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 10-მდე პირია დაკავებული.
„ისინი ასფალტზე წარწერამ გააღიზიანა, რეპრესიები დაიწყეს. თუ ასფალტზე გაკვრა არის დანაშაული ჩვენც დაგვაკავეთ. ცარიელი ფურცლების გამო იჭერენ ადამიანებს, მსგავსი ხდება რუსეთში”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.