,,ლილოს" ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი მაღაზია ,,7 სპილოს" მე-2 სართულზე გაჩნდა სადაც ნაძვისხეები და სხვადასხვა პროდუქციები იყო გათავსებული. შენობაში არსებული პროდუქცია განადგურებულია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ ცეცხლი დენის კაბელებს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 22 ავტო ცისტერნა და 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო ჩართული. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 5 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.