1. Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთში, მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულზე, სადაც მილიონობით მომლოცველი იყო შეკრებილი, ჭყლეტის შედეგადაც, 15 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა. სიტუაციის კონტროლის მიზნით და სამაშველო სამუშაოებისთვის სწრაფი მოქმედების ძალები განათავსეს. პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უტარ პრადეშის მთავარ მინისტრს ესაუბრა და დაუყოვნებელი მხარდაჭერის ზომების მიღებისკენ მოუწოდა.