ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციას კონკრეტულ პირობებს უყენებს - „ქართულ ოცნებას“ ახლა ორი არჩევანი აქვს შეასრულოს პუნტები, მათ შორის დაიწყოს მუშაობა ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად, სანაცვლოდ კი დელეგაციის მანდატების აღიარება მოიპოვოს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მანდატების რატიფიცირების გარეშე დარჩეს. თუმცა მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტი კენჭისყრაზე უნდა გავიდეს. გადაწყვეტილება სტრასბურგში სწორედ დღეს უნდა მიიღონ. პოლიტიკური მხარეები კი მანამდე საკუთარ ვარაუდებსა და შეფასებებს აჟღერებენ.