სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და განათლების სამინისტროს ხელმძღავნელმა ალექსანდრე წულაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს. სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა. დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდიანტი ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში, 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს. დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. სტიპენდია განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.