რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს. ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ქსტოვოში მდებარე ერთ-ერთი ნავთობის საცავში გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 104 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.