Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთში, მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულზე, სადაც მილიონობით მომლოცველი იყო შეკრებილი, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც, 15 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა. სიტუაციის კონტროლის მიზნით და სამაშველო სამუშაოებისთვის სწრაფი მოქმედების ძალები განათავსეს. პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უტარ პრადეშის მთავარ მინისტრს ესაუბრა და დაუყოვნებელი მხარდაჭერის ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მედიის ინფორმაციით, ყოველწლიურად ფესტივალს 100-დან-400 მილიონამდე ადამიანი ესწრება.