ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციას კონკრეტულ პირობებს უყენებს - ქართულ ოცნებას ახლა ორი არჩევანი აქვს,- შეასრულოს პუნქტები, მათ შორის დაიწყოს მუშაობა ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად, სანაცვლოდ კი დელეგაციის მანდატების აღიარება მოიპოვოს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მანდატების რატიფიცირების გარეშე დარჩეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის კენჭისყრა დღეს გაიმართება.