გაეროს ექსპერტების მოწოდება საქართველოს ხელისუფლებას. გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს. ექსპერტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიონ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ფაქტები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა საქართველოში პოლიტიკოსების მხრიდან.