თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით, ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩაზე ავარიული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. დედაქალაქის მერის განმარტებით, შენარჩუნდება უძველესი ფასადი და ორნამენტები, განახლდება კომუნიკაციების სისტემა. პროექტის განხორციელებას 18 თვე დასჭირდება, შედეგად, 53 ოჯახი რეაბილიტირებულ საცხოვრებელს მიიღებს.