განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან სხვადასხვა დასახელების ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 403 600 ლარს შეადგენს. დანაშ აული 6-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს