5 საათიანი განხილვის შემდეგ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა დაიკითხა. დასამართლოში ჩვენება მისცა ასევე მისმა ყოფილმა მოადგილემ დავით გალუაშვილმა.