თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს რამდენიმე საათი განმავლობაში დახურულ რეჟიმში მიმდინარობდა. სხდომის დახურვის მიზეზი „ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის ნატო ხაინდრავას და მისი ყოფლი მოადგილის, დავით გალუაშვილის სასამართლოში მოწმის სახით გამოძაძება გახდა. პროკურატურის მტკიცებით, ნატო ხაინდრავამ ყველა ის გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, დაადასტურა. ბრალდბული ბაჩიაშვილი კი აცხადებს, რომ სასმართლოში ჩვენება ბიძინა ივანიშილის „შავი სალაროს გამგემ მისცა“