ლორდთა პალატის წევრი ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, რადიო თავისუფლებასთან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, და პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას. აქვე ლორდთა პალატის წევრმა დასძინა, რომ საკუთარ განცხადებაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს გულისხმობს. „ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება“, - განუცხადა დონ ტუიგიმ რადიო თავისუფლებას.