აშშ-ის, დიდ ბრიტანეთის და უკრაინის შემდგომ საქართველოს თანამდებობის პირებს სანქციებს ჩეხეთის უწესებს. სამიზნე ამჯერად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მაღალჩინოსანია - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება. მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. სანქციების ინიციატორი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკია. საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემზღუდავი მექაზნიმების მიღების შესახებ აქტიურად მსჯელობენ გაერთიანებულ სამეფოშიც, რომლის თემთა პალატაში უკვე შეტანილია წინადადება, ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქციების შესახებ.