საქართველოში ორთვიანი უწყვეტი პროტესტი გრძელდება - აქციის 64-ე დღესაც უცვლელია მოთხოვნები და აქციის მონაწილეთა შეკრების საბოლოო ადგილი. საქართველოს პარლამენტთან შეკრებამდე მოქალაქეები კვირებია, რაც სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით აქციებს საზოგადობერივი მაუწყებლის შენობასთან მართავენ. ხელახალი არჩევნებისა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება ვასო აბაშიძის ახალი თეატრიც, რომლის დასის წევრი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ამ დრომდე საპატიმროში რჩება. „ახალი თეატრი“ რეგიონებში გასვლას 1 თებერვლიდან იწყებს.