„გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები“ თემაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს რეგიონალური გამოწვევები და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გზები. სემინარის მიზანი არსებული ეკონომიკური ტენდენციების გამოკვეთა და სამომავლო რისკების ანალიზი იყო. ღონისძიების სიტყვით გახსნისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით სებ-ის როლზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, საფინანსო სექტორის, ანალიტიკური ცენტრების, კვლევითი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.