6 თვეში, სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 230 მლნ ლარზე მეტი გაიცა, აქედან ყველაზე მეტი, 38% შსს-ზე მოდის. ზოგადად სამინისტროებზე გაცემული პრემია-დანამატების ოდენობდა 62 მლნ ლარზე მეტით არის გაზარდილი. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2024 წელის 6 თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 230 მილიონ 300 ათასი ლარი გაიცა, აქედან, 225 მლნ ლარზე მეტი დანამატი იყო, ხოლო დაახლოებით 5 მლნ ლარი პრემია. შედარებისთვის, 2023 წლის იგივე პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ თითქმის 169 მლნ ლარი შეადგინა და შესაბამისად, გასულ წელს პრემია-დანამტების სახით სახელმწიფო უწყებებზე დაახლოებით 21 მლნ ლარით მეტი გაიცა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 6 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა , ჯამში 87 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 38%-ს შეადგენს. წლის სრული მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ შსს-ზე გაცემული პრემიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად იქნება გაზრდილი.