თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ექსპორტირებული თხილის ღირებულება 37%-ით არის გაზრდილი. იმ მონაცემების მიხედვით, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 12 ათას 200 ტონა თხილის ექსპორტი მოხდა, რომლის ღირებულებამ 73 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობაც გაიზარდა 17%-ით და ღირებულებაც, 37%-ით. აღნიშნულ პერიოდში, თხილის საშუალო ფასი კილოგრამზე, 6 დოლარის ფარგლებში იყო. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილი ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში და ლიეტუვაში. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი ექსპორტით გავიდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.