„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - მას შემდეგ რაც სტრასბურგში ქართულ საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება კონკრეტული დათქმებით გაუხანგრძლივეს და გაჩნდა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩანაწერით, ქართულმა ოცნებამ საპასუხო ზომებს მაშინვე მიმართა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. „არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში!“ - ასეთია უმრავლესობის ლიდერების პოზიცია საკითხზე. ოპოზიციას კი ქართული ოცნების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები გაახსენა, მათი თქმით, მმართველი გუნდი ოკუპანტი სახელმწიფოს კვალს მიჰყვება.