გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" მოთავსებული 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძის მდგომარეობა მისი ადვოკატის ინფორმაციით, მძიმეა. უფლებადამცველის განმარტებით, პატიმარი ციხეში სასისკვდილოდ ცემეს და აწამეს. ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა და ფიგურირებენ თუ არა დაპირისპირებაში ციხის თანამშრომლები ეს ადვოკატისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტს სპეციალური პენიტენციური დაწესებულება გამოეხმაურა. მათი ცნობით, გამოძიება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა დაიწყო. დაცვის მხარესა და კლინიკა ვივამედის დირექტორს ჩვენი ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა ესაუბრა. ეკა, როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვერსიები ვრცელდება საკითხზე.