„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - მას შემდეგ, რაც სტრასბურგში ქართულ საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება კონკრეტული დათქმებით გაუხანგრძლივეს და გაჩნდა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი ჩანაწერით, რომელიც საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას ეხება, „ქართულმა ოცნებამ“ საპასუხო ზომებს უმალვე მიმართა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. „არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ - არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში!“ - სწორედ ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია. მათ ოპონენტებს კი „ქართული ოცნების“ ამ დამოკიდებულებამ რუსეთის ქმედებები გაახსენა. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტი ქვეყნის კვალს მიჰყვება. რა ელოდება საქართველოს, თუკი ის ევროსაბჭოს დატოვებს.