მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენები გადასცა. მათ შორის არიან შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური და სხვები. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე დასანქცირებულნი არიან აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ამ ქვეყნების რიგებს გუშინ ასევე ჩეხეთიც შეუერთდა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. ღირსების ორდენის გადაცემის მიზნად განმარტებულია, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. კიდევ ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები