საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა. როგორც ცნობილია, მხარეებმა აზრები გაცვალეს და შეხვედრის შემდეგ მედიასთანაც ისაუბრეს. ევროპელ დიპლომატს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გამონახოს.