კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. შესაბამისი წერილი ბრიტანელ დიპლომატთან უკვე გაიგზავნა. ქართულ ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საბოლოო ჯამში ივანიშვილის სანქცირების გადაწტყვეტილებას მიიღებს, ეს ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დადასტურება იქნება. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს.