რა შედეგს მოუტანს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, რაც თავის მხრივ, ევროინტეგრაციაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, აუცილებელია, რომ ევროპული სტრუქტურები „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების მიმართ უფრო მოქნილი გახდნენ, რაც მათივე თქმით, სანქციების რეჟიმის გამკაცრებაში უნდა გამოიხატოს.