აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის“ წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. „ბრიქსის“ წევრები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი არიან. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი შეუერთდნენ. პარალელურად, აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს. ტრამპმა დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შაბათს, პირველ თებერვალს შევა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი „სავაჭრო დეფიციტი და ფენტანილის შემოდინებაა“. მისივე თქმით, ეს საკითხები სატარიფო პოლიტიკის მეშვეობით გადაჭრას მოითხოვს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კანადსა და მექსიკისთვის ნავთობთან დაკავშირებით ტარიფების დაწესებაც არ გამორიცხა. ტრამპი ასევე განიხილავს ტარიფების დაწესებას ჩინეთზე რადგან ფენტანილი აშშ-ში ჩინეთიდან შედის.