აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობებს გულისხმობს. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ. ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის და ომის დასრულებითროგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან.