თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. დასრულებული სამუშაოები დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ყინულის სასახლე ხელს შეუწყობს შესაბამისი სპორტის სახეობების განვითარებას.