ამ წუთებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. უკვე 20 დღეა მზია ამაღლობელი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს.