ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. “კოალიცია ცვლილებისთვის”, „გახარია საქართველოსთვის“ „ძლიერი საქართველო” და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთობლივად მოუწოდებენ სირიის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას. შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაიგზავნა. სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს მაშინ აღიარა, როდესაც ქვეყანას ბაშარ ალ-ასადის დიქტატორული რეჟიმი მართავდა. ოპოზიციის წევრები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ სიირის ახალ ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების შესახებ მათაც მიმართონ. ოპოზიციონერები შეხსენებენ საზოგადოებას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ.