აშშ პირველი თებერვლიდან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს - თეთრის სახლის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი კანადასა და მექსიკას იმპორტზე 25%-იან, ხოლო ჩინეთს 10%-იან ტარიფს აწესებს. ტრამპის განცხადებით, მას ამ ფორმით არალეგალური იმიგრაციის შეჩერება სურს. თუმცა მან აქვე განმარტა, რომ ტარიფებს შიდა წარმოების გასაძლიერებლად და ფედერალური მთავრობის შემოსავლების გაზრდის მიზნით გამოიყენებს. მედიის ცნობით, კანადასა და მექსიკაში განაცხადეს, რომ მომზადებულია საპასუხო ტარიფების ვერსია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.