საპროტესტი თეატრალიზირებული მანიფესტი რეგიონებში ოფიციალურად დაიწყო. ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის" დასი აჭარაში გაემგზავრა. ამჯერად, მსახიობები საკუთარ პოზიციას მაყურებლის წინაშე ბათუმში დააფიქსირებენ. როგორც თავად მსახიობები ამბობენ, ის სცენა, რომელიც თეატრს გასცდა, ამჯერად, მაყურებლის გვერდით დაიდგმება.