გუშინ, 31 იანვარს, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რესტორან "კახელებთან" 40 წლამდე მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გუშინ ღამით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, კერძოდ კი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.