დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის დეკემბერში დააინიიცირა და მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბეჟან წაქაძე შეეწინააღმდეგა ამ ცვლილების ისე ამოქმედებას, რომ სექტორს დრო არ ჰქონოდა. ბეჟან წაქაძე თვლიდა, რომ 1-ელ თებერვლამდე დროც არასაკმარისი იყო, თუმცა კომიტეტმა მოსაზრება აღარ გაითვალისწინა. ფინანსთა სამინისტრო ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში გადასახადების 200 მილიონი ლარით ზრდას ელის.