“ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - მათ “ჰამასის“ ტყვეობაში 484 დღე გაატარეს. პირველადი ფიზიკური და მენტალური შემოწმების შემდეგ ყოფილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დღესვე მოსალოდნელია მესამე მძევლის გათავისუფლებაც. ისრაელის მედია წერს, რომ “წითელი ჯვარი“ ამჟამად ქალაქ ღაზაში იმყოფება, სადაც “ჰამასმა“ კიდევ ერთი ქალი მძევალი უნდა გაათავისუფლოს.