ჩხრეკა და დაკავებები თბილისში - პოლიცია თითქმის ერთდროულად რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ მისამართებზე მივიდა. მათ შორის არის ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი. მის სახლში ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა. დაკავებულია ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილო ღლონტი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიციამ დააკავა აქტივისტი ისაკო დევიძეც. სამოქალაქო აქტივისტები ჩხრეკასა და დაკავებებს ხვალ დაანონსებულ აქციას უკავშირებენ. როგორც ცნობილია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებისა და ავტობანების გადაკეტვა იგეგმება.