მზია ამაღლობელის პატიმრობისა და მისი მდგომარეობის შესახებ პოლიტიკური მხარეები საუბრობენ. ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის საზოგადოების სახელით გადაცემს ღრმა პატივისცემას, რომელიც ქვეყანაში მისი მხნეობის მიმართ არსებობს. ზურაბიშვილმა ამაღლობელს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან გამოაჩინა არამხოლოდ ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ საზღვარგარეთაც ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში.
ამავე საკითხს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა - მისი განცხადებით, მზია ამაღლობელმა ჩაიდინა აღმაშფოთებელი ქმედება, როცა სახეში გაარტყა პოლიციელს და, მისივე შეფასებით, ამას მოჰყვა ადეკვატური რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს კანონებით.