ევროკავშირშის პასუხი აშშ-ის პრეზიდენტს - დონალდ ტრამპის მიერ ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შემთხვევაში ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს. ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისინი თავისი პრინციპების ერთგულნი დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამენ. აღნიშნული განცხადება ევროკავშირში მას შემდეგ გააკეთეს, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის, კანადისა და ჩინეთის შემდეგ ტარიფების დაწესებას ევროკავშირისთვისაც გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებს უსამართლოდ ექცევა.