დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა 4 თებერვალს ჩაინიშნა - აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც თეთრ სახლში შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბასაც შეხვდება.