თბილისში სამოქალაქო აქტივისტების სახლებში დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! როგორც ხაზარაძე წერს, მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება. მანვე აღნიშნა, რომ „რეჟიმის გასამართლების დრო მალე დადგება“. ამავე საკითხს გიორგი გახარიაც გამოეხმაურა - როგორც მან განაცხადა, „შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია და ოპოზიციის გამარჯვებაც დროის საკითხია. მისივე შეფასებით, „ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს.