თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე დააკავეს.
ინფორმაციას ადასტურებენ ოპოზიციონერების პრესსამსახურში.
"ინტერპრესნიუსი" ცდილობს დეტალები გადაამოწმოს შსს-ში.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.