ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა და საკმარისი რაოდენობის რაკეტები უკრაინაში მშვიდობის მოახლოების წინაპირობაა. მისი თქმით, უკრაინასა და მსოფლიოს სჭირდება გარანტიები, რომ რუსული ტერორი აღარ იარსებებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საკმარისი რაოდენობის თავდაცვა მშვიდობის მოსაახლოვებლად აუცილებელი წინაპირობაა. მისივე თქმით, გარანტიებს ყველა სახის საჰაერო თავდაცვის სისტემა და უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტიციები უზრუნველჰყოფს.ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისგან გადაცემული თითქმის 177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებიდან უკრაინამ უკვე დაახლოებით 76 მილიარდი დოლარი მიიღო.