აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ მარტინეს-აჩასთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მხარეებმა რეგიონული და გლობალური გამოწვევები განიხილეს. ამასთან, შეხვედრისას რუბიომ არალეგალური მიგრაციის კრიზისის დასრულების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არხის საკუთრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხდება. პანამაში ვიზიტის დროს დაახლოებით 200-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ტრამპისა და რუბიოს გამოსახულებით ბანერები დაწვეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტრამპს არ ენდობიან და სამშობლოს დასაცავად ბრძოლისთვის მზად არიან.